კონსეისაუ:“ ამ მატჩის მნიშვნელობა კარგად ვიცოდით, გამარჯვება დავიმსახურეთ“
შიკო კონსეისაუმ რომასთან მატჩი შეაფასა.
„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. კარგად ვიცოდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი იყო ეს როგორც სატურნირო ცხრილის, ასევე მენტალურ ასპექტში. ჩვენ მეტოქეებთან ჩამორჩების შემცირება გვმართებდა და ამის გაკეთება შვძელით.
„სკუდეტო და ლიგის საგზური ? ჩვენ ამ მიზნებისთვის ვიბრძვით. ვიცით, რომ სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ და კონცენტრაცია არა სხვების შედეგებზე, არამედ საკუთარ თავზე უნდა გავაკეთოთ, გავაგრძელოთ მუშაობა და თითოეულ მატჩი გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
