კონსეისაუ და სანჩო: იუვე ორივე ტრანსფერის დახურვას უახლოეს დღეებში გეგმავს
იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს და ჯონათან დევიდის შემდეგ, ტურინული გრანდი უახლოეს დღეებში კიდევ 2 ტრანსფერის დახურვას გეგმავს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე დიდი ალბათობით იუვენტუსს ჯეიდონ სანჩო და შიკო კონსეისაუ შეუერთდებიან.
წყაროს ცნობით, იუვეს პირველი ოფიციალურად კონსეისაუ დაუბრუნდება, ხოლოდ სანჩოს ტრანსფერი სავარაუდოდ გუნდიდან ნიკო გონსალესის წასვლის შემდეგ დადასტურდება, ვის მიმართაც ინტერესს არაბები იჩენენ და იუვენტუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
