კონსეისაუ და მირეტი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობენ
იუვენტუსი ინტერთან მატჩისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს და ამ მომენტისთვის შეხვედრის გამოტოვება ტრავმების გამო 2 ფეხბურთელს: ფაბიო მირეტისა და შიკო კონსეისაუს ემუქრებათ.
ორივე მათგანი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებს და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ისინი ნერაძურის წინააღმდეგ მატჩში გუნდის განაცხადში მოხვდნენ.
შეგახსენებთ, იუვენტუსს დისკვალიფიკაციის გამო ვერც ანდრეა კამბიაზო დაეხმარება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
