TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონდო:“ ვლაჰოვიჩის მიმართ კრიტიკა გადაჭარბებულია, ის უმაღლესი დონის ფორვარდია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ დუშან ვლაჰოვიჩს ჯენოას წინააღმდეგ მატჩი მოუწონა.

„ვლაჰოვიჩი არის და ყოველთვის იქნება საჯარიმოს ფორვარდი, ფეხბურთელი, ვიცი საქმეც დამაგვირგვინებელი დარტყმის განხორციელებაა. მისი მეორე გოლი ძალიან რთული შესასრულებელი იყო, თუმცა დუშანმა ყველაფერი შესანიშნავად შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის უმაღლესი დონის ფორვარდია.

„მოტამ იცის, რომ ვლაჰოვიჩი ზირკზეე არ არის, მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ და ტიაგომ სერბი უნდა გამოიყენოს ისე, როგორც ეს მის ძლიერ მხარეებს შეეფერება.

„გასულ ტურებში დუშანის მიმართ კრიტიკა არ წყდებოდა, თუმცა თუ ფორვარდს მომენტი არ შეუქმენი, ის გოლის გატანას ვერასოდეს შეძლებს.“