კონდო:“ მოტას ტურინული ოცნება ტუდორმა აახდინა…“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ ლეჩესთან იუვენტუსის მატჩი შეაფასა.
„იუვენტუსმა ლეჩესთან შესანიშნავი თამაში აჩვენა, ამ სეზონში ყველაზე ლამაზი და პროდუქტიული.
„ორი ლამაზი გოლი, რომლებიც კომბინაციებსა და ვერტიკალურ თამაშს მოჰყვა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ტიაგო მოტას ტურინული ოცნება, რომ გუნდს უფრო სწრაფი, ლამაზი ფეხბურთი ეთამაშა, იგორ ტუდორმა აახდინა.“