TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონდო:“ იუვენტუსმა ინტერთან სხვაობა საგრძნობლად შეამცირა“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ Derby d’Italia შეაფასა.

„გუშინდელმა მატჩმა აჩვენა, რომ ინტერი ჯერ კიდევ საუკეთესო გუნდია, მაგრამ აშკარაა, იუვენტუსმა ნერაძურისთან სხვაობა საგრძნობლად შეამცირა და ტიაგო მოტას გუნდი ტიტულისთვის აუცილებლად იბრძოლებს.

„დერბიში საბოლოო ჯამში გამარჯვებული ანტონიო კონტე და მისი ნაპოლი დარჩა. 9 ტურის შემდეგ ინტერთან 4-ქულიანი უპირატესობა ცოტა არ არის, ანტონიო კონტემ ასეთი მომენტების გამოყენება ყველაზე კარგად იცის.“