კომუცომ ფიორენტინასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
იტალიის ნაკრებისა და ფიორენტინას მცველმა პიეტრო კომუცომ, ვინც იუვენტუსის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე იყო, ფლორენციულ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
20 წლის ფეხბურთელი დაცვის გასაძლიერებლად ტურინული გრანდის ერთ-ერთ პრიორიტეტად მოიაზრებოდა, თუმცა იებთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მისი გაფორმება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, კომუცო ფიორენტინას რიგებშ 2030 წლის ზაფხულამდე დარჩება.

 
                 
                 
                