დი მარციო:“ ტუდორის იუვეში დარჩენა გამორიცხული არ არის, თუმცა…“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ იუვენტუსში მწვრთნელის სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„იუვენტუსის ინტერესი ანტონიო კონტეს მიმართ რეალურია, თუმცა ჯერჯრობით გადაჭრით რაიმეს თქმა შეუძლებელია.
„კრისტიანო ჯუნტოლისა და იგორ ტუდორს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, ამიტომ ხორვატი სპეციალისტის იუვენტუსში დარჩენა გამორიცხული არ არის, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს და მსოფლიო ჩემპიონატზე თავს კარგად წარმოაჩენს.“