TuttoJuve

Juve per sempre sarà

კომოლის სპორტული დირექტორის პოსტზე 2 პრიორიტეტი შერჩეული ჰყავს

დამიენ კომოლის იუვენტუსში სპორტული დირექტორის მიყვანა უახლოეს კვირებში სურს და ფრანგ სპეციალისტს 2 პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.

მირკო დი ნატალეს ცნობით, იუვენტუსი ჯენოას მარკო ოტოლინის ან ბენფიკას რუი პედრო ბრასის გაფორმებას ეცდება.

წყაროს ცნობით, კომოლის უპირველესი არჩევანი ბენფიკას სპორტული დირექტორია, მისი მიმდინარე კონტრაქტი პორტუგალიურ გუნდთან ოქტომბერში იწურება და იუვენტუსს პორტუგალიელი სპეციალისტის გაფორმება უპრობლემოდ შეეძლება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

219 views
error: დაცული კონტენტი !