TuttoJuve

Juve per sempre sarà

კომოლი კონტინასაზე ტუდორს შეხვდა

დღეს იუვენტუსის ახალი გენერალური დირექტორი დამიენ კომოლი კონტინასას ბაზაზე პირველად მივიდა და ჯორჯო კიელინისთან ერთად იგორ ტუდორს შეხვდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კომოლიმ ტუდორს ნდობა პირადად გამოუცხადა და მხარეებმა იუვენტუსის სატრანსფერო გეგმები განიხილეს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის კონსეისაუს დარჩენა უკვე შეათანხმა, მუშაობა გრძელდება კოლო მუანისა და ვეიგას იჯარების რამდენიმე კვირით გახანგრძლივებაზეც.