კომოლი დევიდის აგენტთან შეხვედრისთვის ემზადება
დამიენ კომოლი იუვენტუსში მუშაობას აქტიურად შეუდგა და მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გუნდის შეტევის გაძლიერება იქნება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფრანგი სპეციალისტი უახლოეს დღეებში ჯონათან დევიდის აგენტთან შეხვედრასა და პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას გეგმავს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი დევიდს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო 6 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.