კომოლი:“ ჩვენი სატრანსფერო საქმიანობა ჩემპიონთა ლიგაზე დამოკიდებული არ იქნება, ვლაჰოვიჩი ?…“
იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა დამიენ კომოლიმ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„სპალეტი ? მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან მარტივი გადაწყვეტილება იყო. ლუჩიანოს გუნდში მოსვლის შემდეგ, იუვენტუსის პროგრესი თამაშის ხარისხის, სტილისა და შედეგების მხრივ აშკარაა. მას ფეხბურთელების, გუნდის ხელმძღვანელობის, ქომაგებისა და ჯონ ელკანის სრული მხარდაჭერა აქვს. გუნდის პროექტის სტაბილურობისა და პროგრესისთვის სპალეტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება მნიშვნელოვანი იყო.
„სატრანსფერო ფანჯრა ? სანამ ამ თემაზე ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს გუნდის ამბიციურობა, რაც ახალი კონტრაქტების გაფორმებით აისახება. სპალეტი, ილდისი, მაკკენი, მათი შენარჩუნება ჩვენი პროექტის და ამბიციური გეგმების ფუნდამენტალური ნაწილია. სპალეტის მოსვლის შემდეგ, გუნდმა 24 მატჩში 48 ქულა მოიპოვა. ეს შესაძლოა მეორე და მესამე ადგილისთვის საკმარისია, მაგრამ ჩვენი მიზანი მეორე და მესამე ადგილი არ არის, ამიტომ ვიცით, რომ გუნდის გაძლიერება გვმართებს. ახლა კონკრეტულ სახელებზე და პოზიციებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ გეგმა უკვე გვაქვს და ამ თემაზე ვმუშაობთ.
„სკუდეტო ? მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ტიტულისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. ჩვენ ამბიციები არ გვაკლია. ახლა ჩვენი მიზანი სეზონის დარჩენილ მატჩებზე კონცენტრაციაა, წინ 6 ფინალი გველოდება.
„სატრანსფერო ფანჯარა ჩემპიონთა ლიგის გარეშე ? ჩვენი სატრანსფერო გეგმები ამბიციურია იმის მიუხედავად, შევძლებთ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის საგზური საქმიანობას გაცილებით გავიმარტივებს, მაგრამ ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება.
„ჩვენ უკვე ძალიან სოლიდური და პოტენციალით სავსე გუნდი გვყავს და გვჯერა, რომ რამდეიმე სწორი ტრანსფერის განხორციელების შემდეგ ჩვენ ვიქნებით იმ დონეზე, რომ ტიტულისთვის ვიბრძოლოთ.
„ვლაჰოვიჩი ? როგორც უკვე ვთქვი, დუშანის კონტრაქტის სიტუაციაზე სიახლეს მომდევნო პერიოდში არ უნდა ელოდოთ. ჩვენ ვლაჰოვიჩთან შეხვედრას სეზონის მიწურულს გავმართავთ.
„ჩემი და სპალეტის განსხვავებული აზრები ? ჩვენ ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ, ჩვენ თანამედროვე, შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთის მოყვარულები ვართ, ორივეს გამარჯვება გვიყვარს და ამბიციურები ვართ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
