კოლო მუანის ტრანსფერისთვის ლილიც იბრძოლებს
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლილი პსჟ-ს ფორვარდის რანდალ კოლო მუანის ტრანსფერით ინტერესდება.
კოლო სეზონის ბოლოს ტოტენჰემს დატოვებს და პსჟ-ში დაბრუნდება, მაგრამ ის პარიზელთა გეგმებში არ შედის და გუნდს საბოლოოდ დატოვებს.
L’Equipe-ს ცნობით, კოლოს მიმართ ამ მომენტისთვის ყველაზე დიდ ინტერესს ლილი და იუვენტუსი იჩენენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
