უამრავი წინადადების მიუხედავად, კოლოს იუვენტუსში დაბრუნება უნდა
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანის პრიორიტეტი იუვენტუსში დაბრუნებაა.
წყაროს ცნობით, ფრანგის მიმართ ინტერესს როგორც ევროპული, ასევე არაბული გუნდები იჩენენ, მაგრამ კოლოს სეზონის ბოლოს იუვენტუსში გადაბარგების იმედი აქვს.
27 წლის ფორვარდი ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, იუვენტუსს მის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. პარიზელები კოლოს სანაცვლოდ 30-35 მილიონს ითხოვენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
