კოლო მუანი იუვეს პრიორიტეტია, ალტერნატივა ნუნიესი…
იუვენტუსის შეტევაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და ტურინულ გრანდს პოტენციური სამიზნეების ძებნა უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს.
დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენის შანსი სულ უფრო მცირდება, ამიტომ იუვენტუსს დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 2 ფორვარდის გაფორმება მოუწევს.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსის პრიორიტეტი რანდალ კოლო მუანია, მისი გაფორმება 30-35 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
კოლოს ალტერნატივა დარვინ ნუნიესია, თუმცა ფეხბურთელის მაღალი ხელფასის ფონზე, იუვენტუსი ურუგვაელის მხოლოდ იჯარით გაფორმებას განიხილავს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
