TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოლო მუანის ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს…

იტალიური წყაროების ცნობით, კოლო მუანის იუვენტუსში ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, მხარეებმა საბუთები უკვე გააფორმეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ პსჟ-ს იჯარით გაშვებული ფეხბურთელების ლიმიტი შევსებული აქვს, ამიტომ ჯერჯერობით ფრანგის ტრანსფერის გაოფიციალურება ვერ ხერხდება.

წყაროს ცნობით, პარიზული გუნდი პრობლემის გადაჭრას ცდილობს, რის შემდეგაც იუვენტუსი ტრანსფერს დახურავს. კოლო მუანი სავარაუდოდ მილანის წინააღმდეგ გუნდის განაცხადში ვერ მოხვდება.

error: დაცული კონტენტი !