კოლო მუანი:“ იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ“
იუვენტუსის ფორვარდმა რანდალ კოლო მუანიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ჩემი მომავალი ? მე პსჟ-სთვის კარი არ დამიხურავს, რადგან მათთან კონტრაქტი მაკავშირებს, თუმცა იუვენტუსში ბედნიერი ვარ და გუნდის დატოვების არანაირი მიზეზი არ მაქვს.
„იუვენტუსმა მე კარი გამიღო, ტიაგო მოტამ დამარწმუნა და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.“
შეგახსენებთ, კოლო მუანი იუვენტუსში 6-თვიანი მშრალი იჯარით იმყოფება, თუმცა ტურინული გრანდი მის გამოსყიდვაზე მუშაობას უკვე შეუდა.