კოლო მუანი სეზონის ბოლოს იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანი შეტევის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს შეტევის ხაზის დაკომპლექტება ისეთი ფეხბურთელებით სურს, რომლებიც გარანტირებულ შედეგებს დადებენ, ამიტომ ბიანკონერი დუშან ვლაჰოვიჩის ახალ კონტრაქტზე მუშაობს და პარალელურად კოლო მუანის გაფორმებას გეგმავს, ვინც თავი იუვენტუსში შესანიშნავად წარმოაჩინა.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს ფრანგის გაფორმება სეზონის ბოლოს 45-50 მილიონი დაუჯდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
