კობოლი ჯილი:“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იუვენტუსი სწორ გზაზე დგას“
იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ Station Radio-სთან ტურინული გრანდის შესახებ ისაუბრა.
„როგორ ვგრძნობ თავს, როგორც იუვენტუსის ქომაგი ? უკეთ, ვიდრე კალიარისთან მატჩის შემდეგ. ბენფიკასთან შეხვედრაში იუვენტუსმა ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, გუნდმა სტაბილურობა, სოლიდურობა აჩვენა და დაამარცხა მეტოქე, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთ უხერხულ მოწინააღმდეგედ მოიაზრება, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი სიგნალია.
„ცალკე აღნიშვნის ღირსია ლუჩიანო სპალეტი. მისი გუნდში მისვლის შემდეგ იუვენტუსი სრულიად შეიცვალა, მან არაერთი ფეხბურთელის გაცოცხლება შეძლო. მაგალითისთვის, ჩვენ აქამდე მაკკენის გაყიდვა გვინდოდა, ახლა კი ის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, გუნდს კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, მაგრამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იგრძნობა, რომ იუვენტუსი სწორ გზაზე დგას.
„ნაპოლისთან მატჩი ? იუვენტუსს ნაპოლისთან შედარებით დასვენებისთვის ერთით ნაკლები დღე აქვს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც ყოველთვის დამატებით მუხტსა და სტიმულს გაძლევს. ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება და როგორც იუვენტუსის ქომაგი, მე გუნდისგან აგრესიულ, გამარჯვებაზე ორიენტირებულ თამაშს ველოდები.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
