TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კინი არჩევანს ფიორენტინასა და ბოლონიას შორის გააკეთებს

მოიზე კინმა არაბული გუნდები უარით გაისტუმრა და კარიერის სერია ა-ში გაგრძელება სურს.

დანიელე ლონგოს ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ბოლონია და ფიორენტინა იჩენენ, რომლებმაც იტალიელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და უახლოეს პერიოდში ბიანკონერის წინადადებით მიმართავენ.

კაპიტალის დაკარგვის თავიდან ასარიდებლად იუვენტუსს კინის დაახლოებით 10 მილიონად გაყიდვა მოუწევს, თუმცა ჯუნტოლის ფეხბურთელის 15 მილიონად გასხვისება სურს.