TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზასთვის ვესტ ჰემიც იბრძოლებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას გაფორმების სურვილი ვესტ ჰემმაც დააფიქსირა.

წყაროს ცნობით, ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის აგენტთან, ვინც ლონდონში იმყოფება და რამდენიმე გრანდთან მოლაპარაკებებს მართავს, პირველი შეხვედრა უკვე გამართა და ფედერიკოს მიმართ ინტერესი დააფიქსირა.

ვესტ ჰემს კიეზას სანაცვლოდ მოთხოვნილი 25 მილიონი ევროს გადახდა არ გაუჭირდება, მაგრამ ფედერიკოს პრიორიტეტი ისეთ გუნდში გადასვლაა, რომელიც მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებას მისცემს.