იუვეს ბეიერის გამოსყიდვა 30 მილიონად შეუძლია
Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ჰოფენჰაიმის ფორვარდის მაქსიმილიან ბეიერის მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და უახლოეს პერიოდში გერმანელებთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება.
გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, იუვენტუსს ბეიერის გამოსყიდვა 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია.