კიეზასთვის ჩელსიც იბრძოლებს
ბრიტანული წყაროების ცნობით, ფედერიკო კიეზას გაფორმების სურვილი ამჯერად ლონდონის ჩელსიმ გამოთქვა.
Football.London-ის ცნობით, გუნდში კიეზას ხილვა პირადად ჩელსის იტალიელ მწვრთნელს ენცო მარესკას სურს და ინგლისელები მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ეცდებიან.
კიეზასა და იუვენტუსს შორის შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაიმართება, რომელზეც მხარეები საბოლოოდ გადაწყვეტენ, დარჩება კიეზა და კონტრაქტს გაახანგრძლივებს, თუ ის გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.
თუ მხარეებმა თანამშრომლობის დასრულება გადაწყვიტეს, იუვენტუსი მის გაყიდვას 35-40 მილიონ ევროდ გეგმავს.