კიეზას ტრანსფერზე მუშობა შეჩერებულია, იუვე მალდინის გაფორმებას ცდილობს
იუვენტუსსა და ლივერპულს შორის ფედერიკო კიეზას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები ამ მომენტისთვის შეწყდა.
Tuttosport-ის ცნობით, ლივერპული კიეზას იჯარით გაშვებაზე უარს ამბობს და 15 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსის გეგმებში არ შედის.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი მოლაპარაკებებს ატალანტასთან აწარმოებს და დანიელ მალდინის გაფორმებას ცდილობს. მხარეები ისეთი ფორმულის პოვნას ცდილობენ, რომელიც ორივე გუნდს დააკმაყოფილებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
