TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიეზას სიტუაციას მილანი ყურადღებით აკვირდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის შემტევის ფედერიკო კიეზას მიმართ ინტერესს მილანიც იჩენს.

წყაროს ცნობით, ლომბარდიულ გრანდს ჯერჯერობით იუვენტუსთან მოლაპარაკებები არ დაუწყია, თუმცა თუ კიეზამ გუნდის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა, როსონერი მის გაფორმებას ეცდება.

კიეზას მსურველები ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მრავლად ჰყავს, თუმცა მისი პრიორიტეტი სერია ა-ში დარჩენაა, ამიტომ მილანს ფეხბურთელის გაფორმების კარგი შანსი ექნება.

33 views
error: დაცული კონტენტი !