კიეზას სიტუაცია იუვენტუსისთვის დიდი პრობლემა ხდება…
სეზონის დაწყებამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი, იუვენტუსი კი ფედერიკო კიეზასთვის ახალი გუნდის პოვნას ვერ ახერხებს.
იტალიელი ფეხბურთელი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და იმის გათვალისწინებით, რომ მისი მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, კრისტიანო ჯუნტოლის მისი სარფიანად გაყიდვის ბოლო შანსი ახალ აქვს.
La Stampa-ს ცნობით, ამ მომენტისთვის კიეზას მიმართ ერთადერთი დაინტერესებული გუნდი ტოტენჰემია, თუმცა კიეზას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და უფრო ამბიციური გუნდის მოლოდინშია, რაც იუვენტუსის სატრანსფერო გეგმებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის…