კიეზას მოთხოვნილი ხელფასის გადახდას არც ერთი გუნდი არ აპირებს
იტალიური გამოცემა Libero-ს ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას იუვენტუსში დარჩენის შანსი იზრდება.
წყაროს ცნობით, იტალიელ ფეხბურთელს მსურველები მრავლად ჰყავს, მაგრამ ფედერიკოს მოთხოვნილი ხელფასის – 6.5-7 მილიონის გადახდას არც ერთი მათგანი არ აპირებს.
იუვენტუსის წინადადება ახალი კონტრაქტის თაობაზე კვლავ ძალაშია, რომლის მიხედვითაც ფედერიკო ხელშეკრულებას 1 წლით გაახანგრძლივებს და მისი გასამრჯელო 5 მილიონი ევრო იქნება.