TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას მამა იუვენტუსთან სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას მამა ენრიკო ბიანკონერის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს.

წყაროს ცნობით, კიეზას მამა მიიჩნევს, რომ ფედერიკომ და მისმა აგენტმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც იუვენტუსის მიერ შეთავაზებულ კონტრაქტზე უარი თქვეს და უფრო დიდი ხელფასი მოითხოვეს, რამაც საბოლოო ჯამში მხარეებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა.

მომბლანოს თქმით, კიეზას იუვენტუსში დარჩენა უნდა და არ არის გამორიცხული, სიტუაცია მომდევნო დღეებში რადიკალურად შეიცვალოს, იქამდე კი ფედერიკო გუნდთან ერთად ვარჯიშს აგრძელებს.