TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას იუვენტუსში დარჩენა უნდა

იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას იუვენტუსში დარჩენა უნდა.

წყაროს ცნობით, კიეზამ კრისტიანო ჯუნტოლის მისი აგენტის მეშვეობით აცნობა, რომ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება და ბიანკონერის რიგებში დარჩენა სურს, თუმცა ამისთვის ფედერიკოს მოთხოვნილი ხელფასის შემცირება მოუწევს.

იუვენტუსი კიეზასთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის, თუ ის ახლანდელი გასამრჯელოს – 5 მილიონი ევროს შენარჩუნებას დათანხმდა.

error: დაცული კონტენტი !