კიეზამ აძურის რიგები დატოვა
ფედერიკო კიეზა იტალიის ნაკრებს მომდევნო მატჩებში ვერ დაეხმარება.
აძური მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრისთვის მზადებას შეუდგა, რომელშიც ფონს გასვლა ჯენარო გატუზოს ფედერიკო კიეზას გარეშე მოუწევს.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, კიეზას ფიზიკური პრობლემები აქვს, რის გამოც მან კოვერჩიანოს ბაზა ნაადრევად დატოვა და ლივერპულში დაბრუნდა. მას ნაკრებში ბოლონიას ფეხბურთელი ნიკოლო კამბირაგი შეცვლის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
