ოფიციალურად: ფედერიკო კიეზა ლივერპულის ფეხბურთელია
ლივერპულმა იუვენტუსიდან ფედერიკო კიეზას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
კიეზას გამოსამშვიდობებელი წერილი იხილეთ აქ.
იუვენტუსი იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 13 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.
ფედერიკომ სქაუზერებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მისი შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით.