TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზა კვლავ ინგლისური გრანდის მოლოდინშია

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, ფედერიკო კიეზა ერთ-ერთი ინგლისური გრანდის წინადადების მოლოდინშია.

წყაროს ცნობით, კიეზას აგენტმა ლონდონში ყოფნის დროს რამდენიმე მათგანთან შეხვედრა გამართა, თუმცა სერიოზულ ინტერესს იტალიელის მიმართ არც ერთი გუნდი არ იჩენს.

მთავარი პრობლემა მისი მაღალი ფინანსური მოთხოვნებია, კიეზა გასამრჯელოს სახით 6-7 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც ამ მომენტისთვის არც ერთი გუნდი არ აპირებს.