TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზა:“ იუვენტუსისგან ახალი კონტრაქტის შეთავაზება არასოდეს მიმიღია“

იუვენტუსის უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ, ვინც უახლოეს საათებში ლივერპულს ოფიციალურად შეუერთდება, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, ქომაგებს დაემშვიდობა და გუნდიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„ამ თავგადასავალის დასრულების დრო მოვიდა, შავ-თეთრის ქომაგებო. მინდა რამდენიმე სიტყვით მადლობა გითხრათ იმ ნდობისა და დამოკიდებულების გამო, რომელიც თქვენ ამ პერიოდში მაჩვენეთ, ურთიერთობა, რომელსაც მე ყოველთვის გულში შევინახავ.

„მე თქვენთან და იუვენტუსთან ერთად გავიზარდე, როგორც კაცი და როგორც ფეხბურთელი. თქვენ მე მხარში მედექით კარგ და რთულ ომენტებში, რის გამოც მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები. გასული 4 წლის განმავლობაში მე მქონდა საშუალება მემუშავა გამორჩეულ ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან და სტაფთან. თქვენ ჩემთვის ოჯახის წევრებივით იყავით და ცხოვრებაში ყველაზე რთულ მომენტში გვერდში დამიდექით. ის სასიამოვნო მოგონებები, რომლებიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ, ყოველთვის ჩემს გულში იქნება.

„ახლა, როდესაც გამომშვიდობეიბს დრო მოვიდა, მინდა ახალი კონტრაქტის თემას შევეხო. მე იუვენტუსის მხრიდან ახალი კონტრაქტის თაობაზე წინადადება არ მიმიღია, ჩემი და ჩემი აგენტის მხრიდან კი ხელფასის გაზრდის თაობაზე არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა.

„მე მითხრეს, რომ არ ვიქნებოდი პროექტის წევრი იქამდე, სანამ მე გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება მომეცემოდა.

„მადლობა თქვენი შეუჩერებელი მხარდაჭერისთვის,
„მადლობა, იუვენტუს, Fino Alla Fine.”