კიელინი:“ ტუდორს დიდ მადლობას ვუხდით, მან გუნდი რთულ მომენტში ჩაიბარა და მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, სპალეტი ?…“
იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ უდინეზესთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ტუდორი ? ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, ჩვენ იგორის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მან გუნდი რთულ მომენტში ჩაიბარა და ჩემპიონთა ლიგაზე გაგვიყვანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ გვჯერა, ამ გუნდს მეტი პოტენციალი აქვს.
„ახალი სპორტული დირექტორი ? გუნდს ახალი სპორტული დირექტორი მომდევნო კვირებში შეუერთდება.
„სპალეტი ? ლუჩიანო შესანიშნავი, ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. ჯერჯერობით კონტრაქტი გაფორმებული არ არის, ყველაფერი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ამის დრო მოვა, ახლა გუნდმა კონცენტრაცია უდინეზესთან მატჩზე უნდა გააკეთოს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
