TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ECA-დან UEFA-მდე, რა იქნება კიელინის როლი იუვენტუსში

როგორც უკვე მოგახსენეთ, იუვენტუსის ლეგენდა ჯორჯო კიელინი ტურინული გრანდის რიგებს დაუბრუნდა და ის გუნდის მენეჯმენტში იმუშავებს.

კიელინი იუვენტუსის გენერალური დირექტორის ჯორჯო სკანავინოს დაქვემდებარებაში იქნება და მისი მთავარი მოვალეობა FIGC-სთან, ECA-სთან, UEFA-სთან, FiFA-სთან და სხვა იტალიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთერთობა იქნება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს სურს, რომ ჯორჯონემ მომდევნო წლებში გამოცდილება დააგროვოს, რის შემდეგაც ის კიდევ უფრო მნიშვნელოვან პოზიციას ჩაიბარებს.