კიდევ ერთი შანსი დევიდს და 6 მატჩი იუვენტუსში ადგილის შესანარჩუნებლად…
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ჯონათან დევიდი ბოლონიასთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
არკადიუშ მილიკი და დუშან ვლაჰოვიჩი ლაზარეთში დაბრუდნენ, ამიტომ ლუჩიანო სპალეტის ფსონის გაკეთება კვლავ დევიდზე მოუწევს.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის დევიდის იუვენტუსში დარჩენის შანსი ძალიან მცირეა და თუ ის მომდევნო შეხვედრებში თავს საუკეთესო კუთხით არ წარმოაჩენს, ის დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
