კესის ევროპაში დაბრუნება სურს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, ფრანკ კესის სეზონის ბოლოს იუვენტუსში დაბრუნება უნდა.
კოტ-დიუვარელის მიმდინარე კონტრაქტი ალ-აჰლისთან ზაფხულში იწურება და არაბებმა ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივება უკვე შესთავაზეს, მაგრამ წყაროს ცნობით, კესის პრიორიტეტი ევროპაში, სერია ა-ში დაბრუნებაა.
იუვენტუსი კესის აგენტს რამდენიმე დღის წინ შეხვდა და თუ 29 წლის ნახევარმცველი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, მისი უფასოდ გაფორმების ერთ-ერთი კანდიდატი ტურინული გრანდი იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
