კელი:“ გალათასარაისთან სიტუაციის შემობრუნება მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“
იუვენტუსის მცველმა ლოიდ კელიმ გალათასარაისთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
„რამდენად მნიშვნელოვანია სახლში თამაში ? საკუთარ სტადიონზე, ჩვენი ქომაგების წინ თამაში დამატებით ძალასა და მოტივაციას გვძენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ რთულ სიტუაციაში ვართ და სასურველი შედეგის მიღწევა მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ.
„ჩვენ შეხვედრა პირველივე წამებიდან კარგად უნდა დავიწყოთ და 90 წუთის განმავლობაში უმაღლესი დონე შევინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლებელი იქნება.
„ჩვენ პირველ მატჩში გოლები ძალიან უწყინარ სიტუაციებში გავუშვით, ასეთ დონეზე ასეთი შეცდომების დაშვება ყოვლად მიუღებელია და თუ წარმატების მიღწევა გვსურს, ეს აღარ უნდა განმეორდეს.
„ჩემი პროგრესი იუვენტუსში ? იუვენტუსში შესანიშნავი პერიოდი მაქვს, მე მიხარია და ვამაყობ, რომ ამ დიდებული გუნდის რიგებში თამაშის შესაძლებლობა მაქვს. აქ მოსვლის დღიდან, მე გუნდის წევრი გავხდი არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი, დავმეგობრდი თანაგუნდელებთან, სტაფთან, იუვენტუსი ერთი დიდი ოჯახია და მიხარია, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
