კასანო:“ მილიკი ვლაჰოვიჩზე კარგი ფორვარდია, მოტა ?…“
ანტონიო კასანომ იუვე-ნაპოლის მატჩზე ისაუბრა და დუშან ვლაჰოვიჩისა და ტიაგო მოტას მიმართ კრიტიკა არ დაიშურა.
„იუვენტუსი – ნაპოლი ძალიან მოსაწყენი თამაში იყო. ნაპოლის გამტყუნება არ შეიძლება, ისინი ტურინში თამაშობდნენ და მათი მიდგომა გასაგებია, იუვენტუსისგან კი გაცილებით მეტს ველოდებოდი.
„ვლაჰოვიჩი ? მე ის არ მომწონს, დუშანი ძალიან ისტერიული ფორვარდია, მას ინდივიდუალურობა არ გააჩნია, არ იცის რა გააკეთოს და მხოლოდ წუწუნებს. როდესაც მილიკი დაბრუნდება, ის სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს, რადგან პოლონელი დუშანზე ძლიერი ფორვარდია.
„მოტა ? მე ალეგრის ვაკრიტიკებდი, რადგან მისი საფეხბურთო ხედვა და მიდგომა არ მომწონდა და ახლაც ვთვლი, რომ მართალი ვიყავი, იუვენტუსის 6 მატჩის შემდეგ კი ჯერჯერობით მოტაზეც იმავეს თქმა შემიძლია. პირველ 2 მატჩში გუნდი დაცვიდან თამაშობდა და გოლებს კონტრ-შეტევებზე იტანდა, შემდეგ კი სერია ა-ს ზედიზედ 3 მატჩში გოლი ვერ გაიტანა. მოტას ვიცნობ და მას ვაფასებ, თუმცა ჯერჯერობით მისი გუნდი გასული წლების იუვენტუსის ანალოგია.“