კასანო:“ დაბნეულობა და არანაირი იდეა, მოტამ იუვენტუსი უნდა დატოვოს“
ანტონიო კასანო ტიაგო მოტას კრიტიკას აგრძელებს და მას გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებს.
„მოტას ძალიან დიდი პრობლემები აქვს, გუნდში ტოტალური დაბნეულობა სუფევს და მათ არანაირი იდეა არ აქვთ. ტიაგომ გუნდზე კონტროლი დაკარგა. მან ატალანტასთან და ფიორენიტნასთან მატჩების შემდეგ თქვა, რომ იუვენტუსმა ეს შეხვედრები კარგად დაიწყო, რეალურად კი მათგან ერთი მომენტი არ მახსოვს.
„მისი იუვენტუსში მისვლიდან უკვე 8 თვე გავიდა და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მას იუვენტუსის დონის გუნდის გაწვრთნიშტვის საჭირო სტატუსი არ აქვს.
„გაუგებარია, თუ რატომ უცვლის ის ფეხბურთელებს პოზიციებს ყველა მატჩში. მაკკენიმ სეზონი დიდებულად დაიწყო, თუმცა ბოლო შეხვედრებში მოტა მას ათამაშებს ისეთ პოზიციაზე, სადაც ამერიკელს აშკარად უჭირს.“