არა მხოლოდ ნაპოლი, გატის მსურველები ინგლისშიც ჰყავს
გასულ დღეებში ნაპოლის მხრიდან ფედერიკო გატის მიმართ არსებულ ინტერესზე არაერთხელ დაიწერა, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსის უკანახაზელს მსურველები პრემიერ ლიგაშიც ჰყავს.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, გატის მიმართ ინტერესს ნიუკასლი და ევერტონი იჩენენ, მათთვის მოთხოვნილი 35-40 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება.
წყაროს ცნობით, გატის მომავალი დიდწილად ტიაგო მოტაზე იქნება დამოკიდებული. ფედერიკოსა და მოტას შორის ცუდი ურთიერთობაა და თუ იუვენტუსმა მწვრთნელის შენარჩუნება გადაწყვიტა, გატი სავარაუდოდ გუნდს დატოვებს.