TuttoJuve

Juve per sempre sarà

კარნევალი:“ კოლო მუანის ტრანსფერზე ვმუშაობთ, ვლაჰოვიჩი ?…“

იუვენტუსის დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„კოლო მუანი ? ფასთან დაკავშირებით გარკვეული სხვაობა არსებობს. ისინი მოთხოვნილ თანხას არ ამცირებენ, ჩვენ კი წინადადება ჯერ არ გაგვიზრდია. კოლო მნიშვნელოვანი სამიზნეა, მაგრამ არა ერთადერთი, ჩვენ არავინ მოგვზდევს და დაუფიქრებელი, ნაჩქარები გადაწყვეტილების მიღება არ შეგვიძლია.

„ვლაჰოვიჩი ? სათქმელი არაფერია, ჩვენ მასთან არანაირი კონტაქტი არ გვაქვს.

„მასარა ? მისი მოსვლის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ წარმატებისთვის ძლიერი გუნდი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედანს მიღმაც გჭირდება. რიკი და ოტოლინი ერთად იმუშავებენ და საფეხბურთო არეალს მიხედავენ.

„სორლოთი ? ჩვენი კარი ღიაა როგორც მისთვის, ასევე სხვა ფეხბურთელებისთვის.

„ეს ძალიან რთული სატრანსფერო ფანჯრაა, რადგან ყველა გუნდი ბევრ ფულს ითხოვს. ჩვენ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და გუნდის ინტერესების მიხედვით ვიმოქმედოთ.

„ჩვენთვის გუნდიდან წამსვლელთა საკითხის გადაჭრაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ და სწორ გზაზე ვართ.

„ბრუნო ფერნანდეში ? ეს არც კი განიხილება, თუმცა მომავალში გამორიცხული არაფერია.“

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).

0 0 votes
Article Rating
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Oldest
Newest Most Voted
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x