კარერა:“ კონტე იუვენტუსისთვის იდეალური არჩევანია“
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა მასიმო კარერამ იუვენტუსში ანტონიო კონტეს შესაძლო დაბრუნება შეაფასა.
„ვფიქრობ, ანტონიო კონტე იუვენტუსისთვის იდეალური კანდიდატია. მე კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს იუვენტუსის მაისურით თამაში, იქ შენ გამარჯვების გარდა სხვა შედეგით კმაყოფილი ვერ იქნები, თუმცა ბოლო პერიოდში გუნდმა ეს მიდგომა და DNA დაკარგა.
„იუვენტუსს კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა მენტალობაა, ამ მხრივ კი ანტონიო კონტე უკონკურენტოა, ის გამარჯვებით შებყრობილია და მიღწეული შედეგით არასოდეს კმაყოფილდება, მას აქვს უნარი, გუნდის რესურსი სრულად გამოიყენოს და ამას ნაპოლიშიც ამტკიცებს.“

 
                 
                 
                