TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანმა ჯუნტოლის გადაბირება ცადა, თუმცა ის იუვენტუსში რჩება

იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, მილანი კრისტიანო ჯუნტოლის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მისი გადაბირება ცადა, თუმცა იტალიელი სპეციალისტი ტურინულ გრანდში დარჩება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ჯუნტოლის მიმართ სრულ ნდობას ინარჩუნებს და მისი გუნდიდან წასვლა არ განიხილება.

კრისტიანო სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგა და მისი პრიორიტეტი პირველ რიგში შეტევის ხაზის გაძლიერება იქნება.

error: დაცული კონტენტი !