კაპელო:“ მოტას მშვიდად მუშაობის დრო უნდა მივცეთ“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ემპოლისთან მატჩი შეაფასა.
„იუვენტუსს ემპოლის წინააღმდეგ სასურველი შედეგის მოსაპოვებლად საჭირო ხარისხი, პრესინგი, ტემპი აკლდა და ფრე სრულიად სამართლიანი შედეგია.
„ტურინულ გუნდში უამრავი ახალი ფეხბურთელი და ახალი მწვრთნელია, ამიტომ ამ ეტაპზე ასეთი შეცდომები სრულიად ნორმალურია. მოტას მუშაობისთვის დრო უნდა მიეცეს, ამდენი ახალი ფეხბურთელის შეთამაშება ასეთ მოკლე დროში შეუძლებელია.“