TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კამბიაზოსა და ლუისის თამაში პსვ-ს წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ინტერთან უმნიშნველოვანესი გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან განმეორებითი მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ნიდერლანდელების წინააღმდეგ მატჩში ანდრეა კამბიაზოსა და დუგლას ლუისის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

წყაროს ცნობით, კამბიაზოს კოჭის ტრავმა კვლავ აწუხებს, რის გამოც მან დღეს გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა.

განცალკევებით ივარჯიშა დუგლას ლუისმაც, ბრაზილიელს კუნთის გადაღლილობის გამო ინტერთან მატჩი გაუცდა და სავარაუდოდ ვერც პსვ-ს წინააღმდეგ ითამაშებს.

error: დაცული კონტენტი !