კამბიაზოს ფასი 50 მილონზე მეტია, თუმცა იუვე მის გაყიდვას არც კი განიხილავს
ტიაგო მოტას იუვენტუსში მისვლის შემდეგ, ანდრეა კამბიაზო ტურინული გრანდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და შეუცვლელი ფიგურა გახდა.
კამბიაზოს მიმართ ინტერესს გასულ ზაფხულსაც არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის მადრიდის რეალი იჩენდა და მისი კარგი თამაშის შემდეგ იტალიელს მსურველები კიდევ უფრო მოუმრავლდა, თუმცა იუვენტუსი 24 წლის მცველის გაყიდვას არც კი განიხილავს.
Tuttomercato-ს ცნობით, კამბიაზოს სატრანსფერო ფასი უკვე 50 მილიონს გაცდა, თუმცა ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვას არ აპირებს და ფეხბურთელს ტიაგო მოტას პროექტის ერთ-ერთ შეუცვლელ წევრად მოიაზრებს.