TuttoJuve

Juve per sempre sarà

კამბიაზო:“ ბედნიერი ვარ, რომ მოტასთან მუშაობის საშუალება კიდევ მომეცა“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ანდრეა კამბიაზომ ტურინულ Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მე გასული 20 დღის განმავლობაში კარგად დავისვენე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდებული გუნდის რიგებში დავბრუნდი. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ.

„მოტა ? ტიაგოს კარგად ვიცნობ, მას შესანიშნავი მენტალიტეტი აქვს, არის ძალიან მომთხოვნი და ვფიქრობ, ის გუნდს განვითარებაში ძალიან დაეხმარება.

„ჩემი პოზიცია ? მე სხვადასხვა პოზიციაზე შემიძლია თამაში, თუმცა ბოლო დღეებში დიდწლიად მარცხენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობ, თუმცა სეზონის მსვლელობისას ბევრი მატჩი და გაუთვალისწინებელი ტრავმა გველოდება, ამიტომ გუნდის დასახმარებლად სხვა ამპლუის მორგებაც შემიძლია.“

33 views
error: დაცული კონტენტი !