TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კამბიაზო:“ ესპანეთთან დიდებული მატჩი გველოდება“

იტალიის ნაკრების და იუვენტუსის ფეხბურთელმა ანდრეა კამბიაზომ ალბანეთთან მატჩი შეაფასა და ესპანეთის წინააღმდეგ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ჩვენ ალბანეთთან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, თუმცა თამაში გაცილებით ადრე უნდა მოგვეკლა. ჩვენ ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და მინიმუმ კიდევ ერთი გოლი უნდა გაგვეტანა.

„პირველივე წუთზე გოლის გაშვების შემდეგ კონცენტრაციის და სიმშვიდის შენარჩუნება მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ გეგმავს მივყევით და საბოლოო ჯამში დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ>

„ესპანეთთან შეხვედრა ? წინ დიდებული მატჩი გველოდება გუნდებს შორის, რომლებსაც გამორჩეული ისტორია და ტრადიციები აქვთ. ესპანეთი მიმდიანრე ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, ჩვენ კი იტალია ვართ და ტიტულის დაცვას ვაპირებთ.“