კამბიაზო:“ დაცვაში უფრო სოლიდურები უნდა ვიყოთ“
ანდრეა კამბიაზომ კომოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„კრიზისი დაცვაში ? ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ დაცვაში უფრო სოლიდურები უნდა ვიყოთ. მართალია გარკვეულ მომენტებში არ გაგვიმართლა, მაგრამ რამდენიმე მატჩში 13 გოლის გაშვება მიუღებელია და ვიცით, რომ ამ ასპექტში გაცილებით უკეთ თამაში გვმართებს.
„კომო ძალიან კარგი გუნდია, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და ვიცით, რომ წინ რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
